პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, მათ შორის არც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ იცნობენ ისეთ მიდგომასა და პრინციპს, რომ ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირების არჩევა ხდებოდეს 6 თვეში ერთხელ. ასე შეაფასა მან საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო.
„სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერცერთი დემოკრატიული ქვეყნის გამოცდილების შესახებ, თუ რას დაეფუძნა პრეზიდენტი მის შენიშვნებში, დაეყრდნო თუ არა ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, ვინაიდან თუკი ასეთი გამოცდილება იქნებოდა გათვალისწინებული მისი მხრიდან, ასეთი სახის შენიშვნები არ იქნებოდა წარმოდგენილი. არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, მათ შორის არც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ იცნობენ ისეთ პრინციპს, რომ ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირების არჩევა ხდებოდეს 6 თვეში ერთხელ“, - აღნიშნავს ანრი ოხანაშვილი.
პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. მანამდე კი სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს - კომიტეტმა პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა.