სოფელ მარელისში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგული კაცი გარდაცვლილი იპოვეს

სოფელ მარელისში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგული კაცი გარდაცვლილი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში ფერდობიდან ცენტრალური სარკინიგზო ლიანდაგზე ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველების მიერ ნაპოვნი იქნა მამაკაცის ცხედარი.

მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის საძიებო სამუშაოები დღისა და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, საფრენი აპარატი დრონით აღჭურვილი კოორდინაციის სპეციალისტები, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების კინოლოგი, მაშველი ძაღლით და კრიმინალური პოლიცია.