ხარაგაულში სოფელ მარელისთან მეწყერში მოყოლილ ხანდაზმულ კაცს ეძებენ. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. პარარალელურად შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, რადგან ჩამოწოლილმა მეწყერმა რკინიგზის ქსელი დააზიანა, იმ მომენტში კი დასაველთიდან აღმოსავლეთში და პირიქით გადაადგილების მსურველი მგზავრები, საქართველოს რკინიგზამ ალტერნატიულ სადგურებზე ჩამოსვა.
ჯერჯერობით უცნობია როდის განახლდეა სარკინიგზო მიმოსვლა.