კელი დეგნანი: რუსეთთან ფრენების აღდგენა შემაშფოთებელია, რადგან იგი იძლევა არა მხოლოდ იმის საშუალებას, რომ მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმის საშუალებასაც, რომ საქართველო გამოიყენონ ევროპაში გადასასვლელად

კელი დეგნანი: რუსეთთან ფრენების აღდგენა შემაშფოთებელია, რადგან იგი იძლევა არა მხოლოდ იმის საშუალებას, რომ მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმის საშუალებასაც, რომ საქართველო გამოიყენონ ევროპაში გადასასვლელად

რუსეთთან პირდაპირი ფრენები იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ იგი საშუალებას აძლევს არა მხოლოდ იმას, რომ უფრო მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმასაც, რომ საქართველოს იყენებენ, რათა შემდგომ გავიდნენ ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, რეალურად ყველა ზომა, რაც არის მიღებული, ემსახურება იმას, რომ მოხდეს ზეწოლა რუსეთზე, რათა შეაჩერონ აგრესიული ომი.

„პირდაპირი ფრენები იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ იგი საშუალებას აძლევს არა მხოლოდ იმას, რომ უფრო მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმასაც, რომ საქართველოს იყენებენ, რათა შემდგომ გავიდნენ ევროპაში. ევროპამ გადაწყვიტა, რომ ჩაკეტოს კარი მათთვის, რადგან ეს არის რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი ნაწილი, ერთ-ერთი მექანიზმი, რათა რუსეთმა დაასრულოს ეს ომი. ამ შემთხვევაში ფრენები ხელს შეუწყობს რუსი მოსახლეობის ევროპაში გასვლას. რეალურად, ყველა ზომა, რაც არის მიღებული, ემსახურება იმას, რომ მოხდეს ზეწოლა რუსეთზე, რათა მათ შეაჩერონ აგრესიული ომი და სწორედ ამას ემსახურება სანქციები, შეთანხმებული კონტროლი საზღვრებზე და ასევე შემდეგ. სწორედ ამიტომ არის ფრენების აღდგენა ასეთი შემაშფოთებელი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

Aburjga Tasmanieli ფუი ეშმაკს, ფუი ლგბტ ეშმაკის კერძ ევროპას! დასავლურმა ცივილიზაციამ შეუქცევადი მორალური დეგრადაცია განიცადა! ფუი ეშმაკს!
1 წლის უკან