პრემიერის სიტყვას ვინც მოუსმინა {პარლამენტში}, როგორიც არ უნდა კრიტიკულად მივიჩნიოთ თუ შევხედოთ ამ განცხადებებს, მთავარი არის რა - პრემიერს ჰქონდა ამოცანად, რომ ესაუბრა ქვეყნისთვის ყველა საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით და მათ შორის, 12-პუნქტიან გეგმაზე- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„როდესაც პრემიერი განმარტებას აკეთებდა, მაგალითად, რა არის მთავარი წინაღობა, რაც შეიძლება 12 პუნქტის წარმატებულად შესრულებას უკავშირდებოდეს, რა თქმა უნდა, მას უნდა ეთქვა, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი აქ შეიძლება იყოს ოპოზიციის მავნებლური ქმედებები, თუნდაც 12 პუნქტიდან ერთ-ერთის - დეპოლარიზაციის მიმართულებით. მათი მცდელობები, დაარწმუნონ ჩვენი ევროპელი კოლეგები, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რასაკვირველია, ამას სჭირდება გამოააშკარავება, მხილება და ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რითაც შეგვიძლია ამას წინ აღვუდგეთ. როდესაც ამას აკეთებს პრემიერი, საპასუხო რეალურად არც არაფერი აქვთ. ფაქტია, რომ ოპოზიციის მიერ არჩეული ინსტრუმენტი ხელისუფლებასთან წინააღმდეგობისა, არის ერთადერთი - ხელი შეუშალონ ქვეყანას წარმატებაში“, - განაცხადა სარჯველაძემ.