ირაკლი ნადირაძე: თავს დაესხნენ ლევან ხაბეიშვილს, ალყაში მოაქციეს, იყო ქვების სროლა, პაპუასებივით იქცეოდნენ და როგორც მერე გაიშიფრნენ, აღმოჩნდნენ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები

ირაკლი ნადირაძე: თავს დაესხნენ ლევან ხაბეიშვილს, ალყაში მოაქციეს, იყო ქვების სროლა, პაპუასებივით იქცეოდნენ და როგორც მერე გაიშიფრნენ, აღმოჩნდნენ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები

საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე კასპში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„მათ [თავდამსხმელებმა] აირჩიეს ძალადობრივი გზა მაშინ, როდესაც გუშინ ლევან ხაბეიშვილი და დათო კირკიტაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ხვდებოდნენ პენსიონერებს და ხვდებოდნენ ამომრჩევლებს. ზუსტად ისე, როგორც თავს ესხმიან რუსეთში, თავს დაესხნენ ლევან ხაბეიშვილს, ალყაში მოაქციეს ეს ადამიანები, იყო ქვების სროლა, პაპუასებივით იქცეოდნენ ეს ადამიანები და როგორც მერე გაიშიფრნენ, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები კასპში, გორში, ქარელში, ხაშურში ანუ მთლიანად შიდა ქართლის მობილიზება მოახდინეს“, - განაცხადა ნადირაძემ.

30 ივნისს კასპში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საპენსიო პროგრამა წარადგინა, დაპირისპირება მოხდა. შეკრებილებმა ხაბეიშვილის და ბადრი ბასიშვილის კასპში ჩასვლა გააპროტესტეს. ხაბეიშვილის მანქანასთან გვირგვინი მიიტანეს და ავტომობილი დააზიანეს.

amo ქართული ოცნების ადგილობრივი მაღალჩინოსნები, თუ მთელი ქართული ოცნების მაღალჩინოსნები? ჯერ-ჯერობით ადგილობრივი მოსახლეობა თქვენი ჩასვლით ერთობა, ერთგვარი სანახაობაა, მაგრამ დაიხსომეთ, მოვა დრო, რომ თქვენ თვითონ იტყვით მაგ ვიზიტებზე უარს.
1 წლის უკან
amo შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ინციდენტზე: ბასიშვილმა დარეკა, ჰქონდა ძალიან შეშინებული ხმა, მასაც და ხაბეიშვილსაც. სიბრალულის გრძნობა გაგვიჩნდა და შევეცადეთ დავხმარებოდით, შემდეგ ისე შეფუთეს, თითქოს ჩვენ დავაორგანიზეთ რამე. ნ ა დ ი რ ა ძ ე, შე ნადირო, აბა ხელმეორედ ჩადით თუ მართლები ხართ.
1 წლის უკან