არჩილ თალაკვაძე: ქალბატონმა ნინომ და გენდერულმა საბჭომ პირნათლად შეასრულეს საერთაშორისო ვალდებულებები. არ არის მეგობრული და სამართლიანი ქცევა, როდესაც წარმატებები აშკარაა და პიროვნული მოსაზრებებიდან გამომდინარე უპირისპირდები ადამიანს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ დეპუტატს ნინო წილოსანს პიროვნული მოსაზრებებიდან გამომდინარე უპირისპირდებიან.

„გვახსოვს მათი [არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების] შეფასებები როდესაც ქალბატონმა ნინომ და გენდერულმა საბჭომ პირნათლად შეასრულეს საერთაშორისო ვალდებულებები და დანერგეს სტანდარტები. ეს იყო ერთ-ერთი [რეკომენდაცია], რომელზეც აბსოლუტურად დადებითი შეფასება გააკეთა ევროკავშირმა. შესაბამისად, არ არის ეს მეგობრული და სამართლიანი ქცევა, როდესაც წარმატებები აშკარაა და პიროვნული მოსაზრებებიდან გამომდინარე უპირისპირდები ადამიანს, რომელმაც თავისი სამუშაო და მოვალეობა პირნათლად შეასრულა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს.