მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე(ლევან ხაბეიშვილი) გინდა ფორმალური დაუძახეთ, გინდათ არაფორმალური, ფაქტია, რომ დღეს, კასპში ამომრჩევლთან შეხვედრის მომიზეზებით დებატებს გაექცა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ანგარიშს მოუსმინეს.
„ყველა წინა დებატები პრემიერ-მინისტრთან დასრულდა ანგარიშით 10:0, პრემიერის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაშიც მოლოდინი იგივე იყო და ეს მოლოდინი კიდევ ერთხელ გაუმართლდათ. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა რომ ეს დებატებიც დასრულდა ზუსტად ასეთივე ანგარიშით.
რაც შეეხება დებატების შინაარსს, შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენ გვქონდა პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა, რომელიც შეეხება საქართველოს განვითარებას გასული წლის განმავლობაში, არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაც შეიძლება, ადამიანმა განიხილოს პარლამენტში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.