აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ ბიზნესს შეუძლია უარი უთხრას ერთნაირსქესიან წყვილებს მომსახურებაზე, თუ ეს არღვევს ბიზნესის მფლობელების რელიგიურ შეხედულებებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს.
საქმე ეხება ლორი სმიტს, ვებ დიზაინერს კოლორადოს შტატიდან, რომელსაც სურდა საქორწილო ვებსაიტების შექმნა და გაყიდვა, თუმცა არა ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის.
კოლორადოს შტატის სამოქალაქო უფლებების კანონი უკრძალავს ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც ფართო საზოგადოებას ემსახურება, უარი უთხრას მომხმარებლებს მომსახურებაზე მათი სექსუალური ორიენტაციის გამო.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ლორი სმიტის სასარგებლოდ და განაცხადა, რომ მას აქვს აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით უზრუნველყოფილი უფლება, უარი თქვას ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის საქორწილო ვებსაიტების შექმნაზე.
„პირველი შესწორება განიხილავს შეერთებულ შტატებს, როგორც მდიდარ და კომპლექსურ ადგილს, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია თავისუფლად იფიქროს და ილაპარაკოს ისე, როგორც მათ სურთ და არა როგორც მთავრობა მოითხოვს. კოლორადოს [შტატს] არ შეუძლია უარყოს ეს დაპირება, რომელიც შეესაბამება პირველ შესწორებას“, - წერს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნილ გორსაჩი.