ირაკლი ღარიბაშვილი: თუ უცხოელს თავის ქვეყანაში აკრძალული აქვს სუროგაცია, ჩვენთან რატომ უნდა იყოს?! ჩვენ დავამუშავეთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა, თუ ჩვენს მოქალაქეებზეა საუბარი, კი ბატონო,  ეს უნდა მოხდეს შეთანხმებით წყვილებსა და სუროგატ დედებს შორის

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ უცხოელს თავის ქვეყანაში აკრძალული აქვს სუროგაცია, ჩვენთან რატომ უნდა იყოს?! ჩვენ დავამუშავეთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა, თუ ჩვენს მოქალაქეებზეა საუბარი, კი ბატონო,  ეს უნდა მოხდეს შეთანხმებით წყვილებსა და სუროგატ დედებს შორის

თუ უცხოელს თავის ქვეყანაში აკრძალული აქვს სუროგაცია, ჩვენთან რატომ უნდა იყოს?!-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობამ დაამუშავა ევროპული ქვეყნების პრაქტიკა და  გადაწყვიტა, რომ სუროგაცია დაშვებული იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის და ამ შემთხვევაში შეთანხმება წყვილებსა და სუროგატ დედებს შორის უნდა მოხდეს.

„ბატონო ვახტანგ თქვენ ასევე ერთ-ერთი კითხვა დამისვით, რომელიც შეეხებოდა სუროგაციას და რომლის თაობაზეც მე ჩემი პოზიცია გითხარით და ძალიან ბევრი კვლევებიც არსებობს, ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს, არ მინდა სპეკულაციებში შევიდე, მაგრამ ზოგადად მგრძნობიარე თემაა და რატომ უნდა აიკიდოს სახელმწიფომ ეს თავის ტკივილი, აი ამაზე იყო საუბარი, მითუმეტეს, როდესაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და ვეღარ მივყვებით, სად მიჰყავთ ეს ბავშვები, მერე ძალიან ბევრი პრობლემა დაფიქსირდა ბავშვების წაყვანასთან დაკავშირებით. შემდეგ იყო ძალიან ბევრი გარჩევა და ძალიან ბევრი მგრძნობიარე საკითხი იყო, ამიტომ ვთქვით, რომ რასაც ვერ ვაკონტროლებთ, მითუმეტეს ჩვენი ევროპული პრაქტიკა დავამუშავეთ, იმას უნდა ჩავეხსნათ და არ უნდა შევიდეთ პასუხისმგებლობაში სახელმწიფო. თუ უცხოელს თავის ქვეყანაში აკრძალული აქვს სუროგაცია ჩვენთან რატომ უნდა იყოს? თან მითუმეტეს მორალურად მე არ მომწონს და მიუღებელია, რომ ჩვენი მოქალაქეები ქალბატონები მიყავდათ, თან მე გეტყვით, რამდენიმე ფაქტი არსებობს, რომ მძიმე ვირუსები გადაედო ქალბატონებს და ძალიან ბევრი ჯანმრთელობის გაუარესება ხდება და რატომ ვაწვალებთ ამ ხალხს, ვერ გავიგე.  მითუმეტეს, თუ ჩვენს მოქალაქეებზეა საუბარი ,კი ბატონო ეს უნდა მოხდეს შეთანხმებით წყვილებსა და სუროგატ დედებს შორის, მაგრამ არ უნდა იყოს მითუმეტეს, რომ ჩვენ დავამუშავეთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა. არცერთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში არ არის დაშვებული სუროგაცია, არის ჰიბრიდული პრაქტიკაც, მეთოდებიც და ეს გადმოვიღეთ და ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, რომ წავახალისოთ დემოგრაფია და ა.შ. უნდა ვისაუბროთ ამ თემებზე. დემოგრაფიაზე კითხვა დაისვა. პრობლემაა მაგალითად იგივე სქესის მიხედვით აბორტების გაკეთება, კატასტროფაა ჩვენ თუ არ ვუთხარით ჩვენ მოქალაქეებს, ჩვენს ძვირფას ძმებს და დებს, რომ არ შეიძლება, ეს არის შვილების მკვლელობა, არაფერი არ გამოვა ასე. ათიათასობით აბორტი კეთდება ყოველ წელს ქვეყანაში, ტრაგედიაა ეს, უბედურებაა. ამიტომ მეტი კამპანიაა საჭირო, მეტი ინფორმაცია, მეტი ცნობიერების ამაღლება სჭირდება ჩვენს თუნდაც ახალგაზრდა წყვილებს და ამაში სახელმწიფოს როლი შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა მე არ მაქვს საუბარი არავითარ აკრძალვებზე, მაგრამ აუცილებელია უფრო მეტი ინფორმირება ჩვენი საზოგადოების და ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით. იგივე, რა რისკებს იწვევს, მათ შორის ჯანმრთელობის გაუარესება ხდება და ა. შ. ჩვენ შობადობის კუთხით გვაქვს სერიოზული გამოწვევები, პრობლემებია, ამიტომ ქალბატონი თამარი იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, რომ აქ ლგბტ პროპაგანდა დავიწყოთ ბაღებში და სკოლებში, არამედ უნდა გამოვიდეს ინიციატივით, რომ 4 შვილი მინიმუმ, პროგრამა უნდა დააინიციროს ქალბატონმა თამარმა და ჩვენ მხარს დავუჭერთ ქალბატონ თამარს.

რაც შეეხება ტრანსპლანტაციას და სხვა საკითხებს, ბატონო ვახტანგ ,ქალბატონი თამარი აქ არის და თუ უფრო მეტი გაინტერესებთ, შეგვიძლია ვთხოვოთ ქალბატონ თამარს, რომ უფრო კონკრეტულად გიპასუხოთ. მორალურად მიმაჩნია, რომ არ არის მისასალმებელი ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან, არ ვიცით ეს მოქალაქეები ვინ არიან, ეს ბავშვები სად მიყავთ მერე და უბედურება ხდება. ბევრი უკონტროლო სიტუაციებია და ამიტომ არ გვინდა ჩვენ უკონტროლო პროცესებში ვიყოთ თანამონაწილე ნებსით თუ უნებლიედ,  მანდ ბევრი რისკებია აღარ მინდა ამ თემის გაგრძელება და გაშლა",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.