ვაფასებთ ევროპის საბჭოს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში ადამიანის უფლებების დასაცავად და ნდობის აღდგენის მიზნით, რომელიც მრავალი წელია ხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა. მე მქონდა შესაძლებლობა გენერალური მდივნისთვის გამეზიარებინა რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ვისაუბრეთ ამ გამოწვევებზე, გავცვალეთ მოსაზრებები“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.