გივი მიქანაძე პრემიერის მოხსენებაზე: ჩვენ ველოდებით, რომ იქნება ძალიან საინტერესო მოხსენება, კითხვა-პასუხის რეჟიმი, თუმცა არანაირი განცდა იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან იქნება კონსტრუქციულობა, არ არის

გივი მიქანაძე პრემიერის მოხსენებაზე: ჩვენ ველოდებით, რომ იქნება ძალიან საინტერესო მოხსენება, კითხვა-პასუხის რეჟიმი, თუმცა არანაირი განცდა იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან იქნება კონსტრუქციულობა, არ არის

ჩვენ ველოდებით, რომ იქნება ძალიან საინტერესო მოხსენება, კითხვა-პასუხის რეჟიმი, თუმცა არანაირი განცდა იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან იქნება კონსტრუქციულობა, არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ პრემიერ-მინისტრის დღევანდელ მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს გლობალური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების კონტექსტის საკითხები, რომლის კუთხითაც არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს ის საკითხები, რომელიც ეკონომიკურ განვითარებასთან და იმ პროგრესთან არის დაკავშირებული, რომელსაც სახელმწიფო მესამე წელიწადია მართლაც თვალსაჩინოდ აღწევს და ეს აისახება როგორც სახელფასო ზრდაზე სხვადასხვა სექტორში, ასევე სხვადასხვა პროექტზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დამატებით ხორციელდება და ეს არის ჩვენს საზოგადოებაზე ორიენტირებული. 12-პუნქტიანი გეგმა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელსაც ამ ანგარიშში საზოგადოება ხედავს რა გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაში და შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ იქნება ძალიან საინტერესო მოხსენება, კითხვა-პასუხის რეჟიმი, თუმცა არანაირი განცდა იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან იქნება კონსტრუქციულობა, არ არის გამომდინარე იქიდან, რომ აქვთ თავისი დღის წესრიგი, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია. იაფფასიანი პერფორმანსები და მცდელობები, რომლითაც ისინი ცდილობენ რომ ხელისუფლებას თავისი გაგებით დისკომფორტი შეუქმნან, აბსოლუტურად არაფრისმომტანია“, - განაცხადა მიქანაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს დღეს მოუსმენენ.