ბაჩო ოდიშარია: თუ ერთი ადამიანი მაინც მოვა და დაასახელებს, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის დროს მასთან მივიდა ვინმე და მოსთხოვა რაიმე ტიპის პარტიული პროპაგანდის გატარება, შეუსწორა რამე, ასეთი ადამიანი არ არსებობს

თუ ერთი ადამიანი მაინც მოვა და დაასახელებს, რომ ქალბატონი თეა წულუკიანის მინისტრობის დროს, სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსებით, მასთან მივიდა ვინმე კულტურის სამინისტროდან და მოსთხოვა რაიმე ტიპის პარტიული პროპაგანდის გატარება, შეუსწორა რამე, დაუცენზურა, ასეთი ადამიანი არ არსებობს, - ამის შესახებ კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბაჩო ოდიშარიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„მე უფრო მაღალი წარმოდგენების ვარ იმ ადამიანებზე, ვინც თუნდაც ხმაურით აპროტესტებს. კარგად ვიცი, რომ მათ ზუსტად გაიგეს, რას ვგულისხმობდი იმაში, რომ კონიუნქტურული კინო შეიქმნა საქართველოში და ეს ტრაგედიაზე აგებული სიუჟეტი... ეს მარტო ჩემი მოსაზრება არ არის, ფესტივალებზეც ეუბნებიან ამას“, - აღნიშნა ოდიშარიამ.