კინოცენტრის ბაზაზე აღმოცენდა საფესტივალო კლასი. არის რეჟისორების წყება, რომლებიც მხოლოდ იღებენ ფილმებს უცხოური ფესტივალებისთვის და არა საკუთარი მაყურებლისთვის, - ამის შესახებ კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბაჩო ოდიშარიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ადამიანი, რომელიც ქართულ კულტურას ქმნის, მისთვის პირველ რიგში მიმღები უნდა იყოს ქართველი. ბოლოს, რომელ ფილმზე ჰქონდა ქართველ ადამიანს ფართო ხელმისაწვდომობა, რომელიც კინოცენტრის დაფინანსებით შეიქმნა, გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, თავად დარწმუნდებით რა სურათი დადგება. ფილმი უნდა ეძებო მეგობრების ლინკებში, რომელსაც პაროლი ადევს და გეუბნებიან, არავის მისცე და შეგიძლია სახლში უყურო.
რაღაც დახურული წრე შეიკრა, რომელიც მარტო აღიარებს საკუთარ თავს და ვინც ამ სივრცის ნაწილში არ არის, მათთვის მას არ გააჩნია არც კომპეტენცია და ის თითქოს დასანგრევად და ცენზურის დასამყარებლად არის მოსული“, - აღნიშნა ბაჩო ოდიშარიამ.