ლელა რაზიკაშვილი: ახლა, როდესაც ევროპის კარზე ვდგავართ, ევროპული ღირებულებების გზით უნდა დავაკაკუნოთ ამ კარზე ჩვენი ადგილის გასამტკიცებლად

ლელა რაზიკაშვილი: ახლა, როდესაც ევროპის კარზე ვდგავართ, ევროპული ღირებულებების გზით უნდა დავაკაკუნოთ ამ კარზე ჩვენი ადგილის გასამტკიცებლად

ევროპა არ არის ურბანული თემა, ევროპა არის ღირებულებების სისტემა და ეს ღირებულებები განვითარებისა და უსაფრთხოების სივრცეს ქმნიან და ჩვენ იქითკენ მივისწრაფვით, - ამის შესახებ ვაჟა ფშაველას ფონდის თავმჯდომარემ, ლელა რაზიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„თუ ჩვენ ევროპა გვინდა, უნდა ვიაროთ ღირებულებებით ღირებულებისკენ და მაშინ მოვხვდებით ჩვენ განვითარებისა და უსაფრთხოების სივრცეში. ახლა, როდესაც ევროპის კარზე ვდგავართ ჩვენ უნდა ევროპული ღირებულებების გზით დავაკაკუნოთ ამ კარზე ჩვენი ადგილის გასამტკიცებლად. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუს მიიღებს, რადგან ეს ჩვენ ბუნებრივად გვეკუთვნის“, - განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.