რუსეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა, რომ ევგენი პრიგოჟინს განუცხადეს, რომ „ვაგნერის“ სამხედრო ჯგუფი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ანდრეი კარტაპოლოვის თქმით, ამბოხის გამომწვევი მიზეზი იყო პრიგოჟინის უთანხმოება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნასთან, რომ მის ჯგუფს ხელი მოეწერა კონტრაქტებისთვის თავდაცვის უწყებასთან.
„როგორც იცით, ამბოხის მცდელობამდე რამდენიმე დღით ადრე [რუსეთის] თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა ფორმირებამ, რომელიც ასრულებს საბრძოლო დავალებებს, უნდა გააფორმოს კონტრაქტები თავდაცვის სამინისტროსთან. ყველამ დაიწყო ამ გადაწყვეტილების განხორციელება. ყველამ პრიგოჟინის გარდა“, - განაცხადა კარტაპოლოვმა.
კარტაპოლოვმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა უარი თქვა კონტრაქტების გაფორმებაზე, მას განუცხადეს, რომ მისი ჯგუფი უკრაინაში აღარ იომებდა და სახელმწიფოსგან ფულს არ მიიღებდა.