რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ლიდერმა, ევგენი პრიგოჟინმა ყველა მოატყუა, როდესაც შეიარაღების ნაკლებობაზე საუბრობდა, რადგან ბოლო ორი თვე აგროვებდა საბრძოლო მასალას ამბოხების მოსამზადებლად, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია Gulagu.net ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, „ვაგნერელებს“ ახლა უამრავი იარაღი აქვთ, მათ შორის გადასატანი საზენიტო სარაკეტო სისტემები და ნაალაფარი „ჯაველინები.“
Gulagu.net წერს, რომ ამ სცენარისთვის მზადება ორ თვეზე მეტხანს გრძელდებოდა.