ირაკლი კობახიძე: საქართველოს პრეზიდენტი თავს თვლის ანგარიშვალდებულად არა ქართული საზოგადოების, არამედ ოდიოზური ევროპარლამენტარებისა და მათი პატრონების წინაშე. ეს მეტყველებს, თუ ვისი კარნახით მოქმედებს პრეზიდენტი

ირაკლი კობახიძე: საქართველოს პრეზიდენტი თავს თვლის ანგარიშვალდებულად არა ქართული საზოგადოების, არამედ ოდიოზური ევროპარლამენტარებისა და მათი პატრონების წინაშე. ეს მეტყველებს, თუ ვისი კარნახით მოქმედებს პრეზიდენტი

პრეზიდენტმა ქართული საზოგადოება ღირსადაც კი არ ჩათვალა, რომ განემარტა ნიკა გვარამიას შეწყალებაზე გადაწყვეტილების მიზეზები. ამ დროს გაირკვა, რომ ერთი თვის წინ, ჯერ კიდევ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს ჰქონდათ ინფორმაცია შეწყალებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, თუ ვისი კარნახით მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტი.

„თავისთავად, ამ ოდიოზური ევროპარლამენტარების ეს განცხადებაც ბუნებრივია, შემაშფოთებელია. თქვენ ნახეთ, რომ პრეზიდენტმა ქართული საზოგადოება ღირსადაც კი არ ჩათვალა, რომ განემარტა მისი გადაწყვეტილების მიზეზები. ამ დროს გაირკვა, რომ ერთი თვის წინ, ჯერ კიდევ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს ჰქონდათ ინფორმაცია შეწყალებასთან დაკავშირებით. ანუ, საქართველოს პრეზიდენტი თავს თვლის ანგარიშვალდებულად არა ქართული საზოგადოების წინაშე, არამედ ოდიოზური ევროპარლამენტარებისა და მათი პატრონების წინაშე. ეს მეტყველებს იმაზე, თუ ვისი კარნახით მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტი. ის მოქმედებს არა საქართველოს მოსახლეობის კარნახით, ქართველი ამომრჩევლის კარნახით, არამედ გარე კარნახით, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ წინასწარ იცოდნენ. „ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით და გუშინ ძალიან მესიამოვნა, როდესაც გახარებულები დაგინახეთ, - განაცხადა კრამონმა.