ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ და მასზე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ და მასზე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები

ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ და მასზე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც „კრედიტ სუისის“ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

„თქვენ ხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ. მასზე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები. ეს არის მანკიერი ინტერესი, რომ საქართველო იქცეს მეორე ფრონტად. რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება სასამართლო პროცესებს, იქ მოსამართლეს აქვს თავისი პასუხისმგებლობა. თეთრი ძაფით არის ნაკერი საქმე: ადამიანს არ აქვს წვდომა საკუთარ ანგარიშზე, რაც არის წარმოუდგენელი მოვლენა. საქმე ეხება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბანკ „კრედიტ სუისს“, აქედან გამომდინარე, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, თუ რას უკავშირდება ამ ბანკის თავხედური ქმედებები“, - აცხადებს კობახიძე.

ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ „კრედიტ სუისის“ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა - აპელაციის შედეგად Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.