გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, ნიკა გვარამიას ციხიდან გამოშვება კარგი იყოს დეპოლარიზაციისთვის. პირიქით, კარგი იქნება პოლარიზაციისთვის

გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, ნიკა გვარამიას ციხიდან გამოშვება კარგი იყოს დეპოლარიზაციისთვის. პირიქით, კარგი იქნება პოლარიზაციისთვის

საქართველოში ახლა არავის სჯერა, რომ ნიკა გვარამიას გამოშვება დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გვარამია რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ლიდერია.

„როგორ შეიძლება, ნიკა გვარამიას ციხიდან გამოშვება კარგი იყოს დეპოლარიზაციისთვის. პირიქით, კარგი იქნება პოლარიზაციისთვის. მეტსაც გეტყვით, ჩემი აზრით, ნიკა გვარამია ახლა სათავეში უნდა ჩაუდგეს არა მხოლოდ გაყოფილ „ნაცმოძრაობას“ და გააერთიანოს, არამედ მთელი რადიკალური სპექტრი უნდა გაერთიანდეს ნიკა გვარამიას ირგვლივ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

პრეზიდენტმა ზეწოლას ვერ გაუძლო - ასე აფასებს, მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. უმრავლესობის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ეს გადაწყვეტილება, ქვეყანაში პოლარიზაციას ვერ შეამცირებს. განსხვავებული მოსაზრება აქვს ოპოზიციას.