ირაკლი ქადაგიშვილი: ნიკა გვარამია ყოველთვის იყო პოლარიზაციის გამღვივებელი და ლიდერი. პირდაპირ ამბობდა, ამ ქვეყანაში ჯოჯოხეთს მოვაწყობო

ირაკლი ქადაგიშვილი: ნიკა გვარამია ყოველთვის იყო პოლარიზაციის გამღვივებელი და ლიდერი. პირდაპირ ამბობდა, ამ ქვეყანაში ჯოჯოხეთს მოვაწყობო

ნიკა გვარამია ყოველთვის იყო პოლარიზაციის გამღვივებელი და ლიდერი. ჩვენ მისი არაერთი განცხადება გვახსოვს. იგი პირდაპირ ამბობდა, რომ ამ ქვეყანაში ჯოჯოხეთს მოვაწყობო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ, რა თქმა უნდა, საზოგადოების დიდ ნაწილში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. რა პოლიტიკასაც ატარებდა ნიკა გვარამია, იგი ყოველთვის იყო პოლარიზაციის გამღვივებელი და ლიდერი. ჩვენ მისი არაერთი განცხადება გვახსოვს. იგი პირდაპირ ამბობდა, რომ ამ ქვეყანაში ჯოჯოხეთს მოვაწყობო“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

პრეზიდენტმა ზეწოლას ვერ გაუძლო - ასე აფასებს, მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. უმრავლესობის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ეს გადაწყვეტილება, ქვეყანაში პოლარიზაციას ვერ შეამცირებს. განსხვავებული მოსაზრება აქვს ოპოზიციას.