იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა დაინახოს, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მომავალი კოალიციური მთავრობა და როგორ იმუშავებს ის, მნიშვნელოვანია კონსოლიდირებული, ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება, საკუთარი პარტიების დღის წესრიგის გათვალისწინებთ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ბოკუჩავას აზრით, ოპოზიციური პარტიების კოორდინაცია საჭიროა იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში რწმენა გაჩნდეს.
„ოპოზიციური ამომრჩეველი გაცილებით მეტია, ვიდრე პროსახელისუფლო ამომრჩეველი. მათ უნდა დაინახონ, რომ ოპოზიციური პარტიები ქვეყნის ინტერესისთვის ერთობლივად მუშაობას შევძლებთ“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.