კანდიდატის სტატუსზე მოლოდინი ოპტიმისტურია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ რეკომენდაციების ყველა პუნქტი შევასრულეთ. შეუსრულებელი დარჩა პოლარიზაციის დაძლევა, ეს კარგად იციან ჩვენმა კოლეგებმა როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ. ამ პუნქტის შესრულებას მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა არ ეყოფა. რაც შეეხება 11 პუნქტს, ფაქტობრივად შესრულებულია, დარჩა მხოლოდ რამდენიმე დეტალის დახვეწა და გარკვევა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ პირნათელი ვიქნებით ევროკომისიის წინაშე“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.