ზურაბ ქადაგიძე თამარ ჩერგოლეიშვილს: სხვებს რომ უვარდები სახლებში და ბინძურ კამპანიებს გეგმავ, ამასობაში შენს

ზურაბ ქადაგიძე თამარ ჩერგოლეიშვილს: სხვებს რომ უვარდები სახლებში და ბინძურ კამპანიებს გეგმავ, ამასობაში შენს "პარტიას" მთელი 1% დაუგროვებია, აწი შეგიძლია ამაყად გახვიდეთ შენ და შენი ქმარი 2024 წლის არჩევნებზე

“შენს "პარტიას" მთელი 1% დაუგროვებია და აწი შეგიძლია, თამამად და ამაყად გახვიდეთ შენ და შენი ქმარი 2024 წლის არჩევნებზე”- ასე მიმართავს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე “ტაბულას” დამფუძნებელს თამარ ჩერგოლეიშვილს  და Edison research-ის კვლევას აქვეყნებს, სადაც პოლიტიკური პარტიების რეიტინგის მიხედვით, “ევროპულ საქართველოს” 1% აქვს.

“თამრო, რომ უზიხარ კლავიატურას და აკაკუნებ და აკაკუნებ, სხვებს უვარდები სახლებში და ბინძურ კამპანიებს გეგმავ, ამასობაში შენს "პარტიას" მთელი 1% დაუგროვებია და აწი შეგიძლია, თამამად და ამაყად გახვიდეთ შენ და შენი ქმარი 2024 წლის არჩევნებზე”- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.