„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები შიდა ქართლის რეგიონში დასრულდა. გორში, ხაშურში, ქარელსა და კასპში გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
გორის ორგანიზაციას - გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი უხელმძღვანელებს
ხაშურის ორგანიზაციას - ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი
ქარელის ორგანიზაციას - ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი;
კასპის ორგანიზაციას - კასპის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ მაისურაძე.
მიმდინარე კვირაში პარტიული კონფერენციები გაიმართება კახეთის რეგიონში.