„ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკაში“ იმ ზეწოლაზე ისაუბრა, რასაც ხელისუფლება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თვეების განმავლობაში უცხოელი პარტნიორებისგან განიცდიდა.
„გაურკვეველი ტრენინგები ტარდება იმისთვის, რომ შეარყიონ საქართველოს ხელისუფლება. შეხედეთ რა კამპანია მიმდინარეობდა სააკაშვილის ავადმყოფობასთან და წამებასთან დაკავშირებით. ეს ხომ ხელის გულზე ჩანს ყველაფერი. ამას მთელი მსოფლიო უყურებდა და მთელს მსოფლიოს ნაცარს აყრიდნენ თვალში, ატყუებდნენ. CNN-ზე გადიოდა სიუჟეტები, რომ ეს ნაძირალა, ბოდიში საზოგადოებასთან, თაღლითი სააკაშვილი კვდებოდა და ამას [სიუჟეტებს] მისი ოჯახი აფინანსებდა მილიონ სამასი ათასი დოლარით. გაიხსენეთ, რამხელა ზეწოლას ვუძლებდით ყოველდღიურად თუნდაც ევროპარლამენტარების მხრიდან. როგორი თავის მართლება გვიწევდა თითოეულ ჩვენგანს, მინისტრებს. ამაზე ანალიზს აკეთებს ჩვენი საზოგადოება და ამიტომ ვერ ხერხდება რევოლუციური სცენარების განხორციელება, მაგრამ პროცესი გრძელდება, [რევოლუციის] მცდელობები კიდევ იქნება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.