ლევან ხაბეიშვილი: უახლოეს ხანებში თქვენ საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს, იმ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო აუცილებლად იქნება

ლევან ხაბეიშვილი: უახლოეს ხანებში თქვენ საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს, იმ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო აუცილებლად იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ოპოზიციურ ერთობას ისევ აანონსებს. პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ გაერთიანებას მალე ვიხილავთ.

„გაერთიანებაზე მე სხვათა შორის ორი კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ და მძიმე ისტერიკები ჰქონდათ. მე მათ მოვუწოდებ, რომ ამ ისტერიკებს სჯობს, რომ იფიქრონ გარკვეულ გაერთიანებებზე. უახლოეს ხანებში თქვენ საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს, იმ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო აუცილებლად იქნება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.