იენს სტოლტენბერგი: რა პირობებია მისაღები უკრაინისთვის ომის დასასრულებლად, ეს თავად კიევმა უნდა გადაწყვიტოს

იენს სტოლტენბერგი: რა პირობებია მისაღები უკრაინისთვის ომის დასასრულებლად, ეს თავად კიევმა უნდა გადაწყვიტოს

რა პირობებია მისაღები უკრაინისთვის ომის დასასრულებლად, ეს თავად კიევმა უნდა გადაწყვიტოს, - ამის შესახებ „ნატოს“ გენერალურმა მდივანმა გამოცემა „ველტთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მშვიდობა ყველას სურს, თუმცა ის სამართლიანობაზე უნდა იყოს დაფუძნებული. მშვიდობა არ შეიძლება ნიშნავდეს გაყინულ კონფლიქტს და რუსეთის მიერ ნაკარნახევი პირობების შესრულებას,“ - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, უკრაინის მომავალი ნატოშია, თუმცა ამჟამად ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაა, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში წევრობაზე საუბარი შეუძლებელია.