იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილმა პატიება უნდა სთხოვოს ხალხს, რათა ადამიანებს ჰქონდეთ იმის განცდა, თუ რა გაიაზრა მან და რა - არა

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილმა პატიება უნდა სთხოვოს ხალხს, რათა ადამიანებს ჰქონდეთ იმის განცდა, თუ რა გაიაზრა მან და რა - არა

მიხეილ სააკაშვილის ადგილზე მე დავიწყებდი იმით, რომ პრეზიდენტს ვთხოვდი მოქალაქეობას, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის ადგილზე, მე დავიწყებდი იმით, რომ პრეზიდენტს ვთხოვდი მოქალაქეობას. მეორე, დავიწყებდი იმით, რომ მოვიხდიდი ბოდიშს ტყუილისთვის, რის გამოც ფაქტობრივად, წლინახევრის განმავლობაში, საკუთარ მოსახლეობას სიცრუეში აცხოვრებდა. ასევე, ბოდიში უნდა მოიხადოს იმაზე, რაც წარსულში, პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში ჩაიდინა, პატიება სთხოვოს ხალხს, რათა ადამიანებს ჰქონდეთ იმის განცდა, თუ რა გაიაზრა ამ პერიოდის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა და რა - არა“, - განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად“.

amo იაგო, ეხ იაგო.
1 წლის უკან