უგანდაში სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას ბოლო მონაცემებით, 40 ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმრავლესობა სკოლის მოსწავლეა. ამის შესახებ BBC წერს.
დაჭრილი 8 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, თავდამსხმელებმა რამდენიმე მოსწავლე, ძირითადად კი გოგოები, გაიტაცეს.
შემთხვევა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვართან ახლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის უკან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მეამბოხეები დგანან.