დიდ დიღომში დაკარგული მოზარდი უვნებელი იპოვეს. 11 წლის მარიამს რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიცია, ოჯახი, ახლობლები და ადგილობრივები ერთობლივად ეძებდნენ.
,,დანამდვილებით გიდასტურებთ ბუჩქებში, ძაღლის სახლში დამალული (ჩაძინებული) იპოვეს ოჯახთან ერთად არის“, - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი.
„მარიამი იპოვეს, თავისი ძაღლის სახლში იმალებოდა, თურმე დედამისს ეჩხუბა და გაიქცა. ის მანამდეც გაქცეულა სახლიდან ერთხელ, სარდაფში იმალებოდა ფიცრების უკან", - წერენ სოციალურ ქსელში.
მეორე ინფორმირებული წყარო კი აღნიშნავს, რომ ბავშვს მართლაც ეძინა, ოღონდ ეკლესიის ეზოში:
„ნამდვილად იპოვეს ეკლესიის ეზოში ეძინა“ - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი დიდი დიღმის ჯგუფში.