ირაკლი ჩიქოვანი: არ ყოფილა ამ ქვეყანაში ხელისუფლება, რომელსაც აქვს უფრო მეტი შედეგი ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროპაში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე

ირაკლი ჩიქოვანი: არ ყოფილა ამ ქვეყანაში ხელისუფლება, რომელსაც აქვს უფრო მეტი შედეგი ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროპაში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა.

როგორც მან აღნიშნა, შეურაცხყოფაა არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, არამედ მთლიანად დიპლომატიური სამსახურის მიმართ და მიუღებელია ეს განცხადებები, მაგრამ სამწუხაროდ იმ პრაქტიკის გაგრძელებაა, რომელსაც დესტრუქციული რადიკალური ოპოზიცია ახორციელებს. რეალურად მოქმედებენ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს.

„ისინი აცხადებენ, რომ ჩვენ ვუქმნით პრობლემებს ჩვენს ქვეყანას ანტიდასავლური რიტორიკით, რაც არის ტყუილი. არ ყოფილა ამ ქვეყანაში ხელისუფლება, რომელსაც აქვს უფრო მეტი შედეგი ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროპაში და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე“, განაცხადა დეპუტატმა. „ყოველთვის გვექნება რეაგირება იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც არასწორი წარმოდგენა აქვთ თუ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში 2012 წლამდე, დღესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიულ, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ და ევროპაში ინტეგრაციაზე ორიენტირებულ ძალად მიაჩნიათ და არაფერს ამბობენ იმაზე, რომ პრაქტიკულად მთელი სახელმწიფო აქციეს მოძალადე სისტემად საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ჯალათებად ჩამოყალიბდნენ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები. ეს ადამიანები უპირისპირდებოდნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, რელიგიას, ჩვენი ქვეყნის მთავარ ფასეულობებს, - ოჯახს, ღირებულებებს. ესენი უწუნებენ ირაკლი ღარიბაშვილს გამოსვლას კონსერვატიულ კონფერენციაზე, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში, ჩვენ ვიქნებით ევროპის ნაწილი, მაგრამ აუცილებლად დავიმახსოვრებთ ტრადიციებს და აუცილებლად განვავითარებთ იმას, რამაც აქამდე მოგვიყვანა“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.