მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი მხარს უჭერს სტოლტენბერგის წინადადებას ომის დასრულების შემდეგ ნატო-ში უკრაინის გამარტივებულ შესვლასთან დაკავშირებით

მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი მხარს უჭერს სტოლტენბერგის წინადადებას ომის დასრულების შემდეგ ნატო-ში უკრაინის გამარტივებულ შესვლასთან დაკავშირებით

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, ნატო-ში უკრაინის გამარტივებულ შესვლასთან დაკავშირებით ომის დასრულების შემდეგ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თეთრ სახლში ბაიდენისა და სტოლტენბერგის შეხვედრის დროს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა წამოაყენა წინადადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ მიაღწია პროგრესს ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით და არ დასჭირდება „წევრობის სამოქმედო გეგმის“, MAP-ის ეტაპობრივი პროცესის დასრულება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სხვა წევრებმა გაწევრიანებამდე გაიარეს.

რაც შეეხება ამერიკის პრეზიდენტის პოზიციას, მედიის ცნობით, ბაიდენი ეძებს კომპრომისულ გადაწყვეტას, რომელიც მოერგება როგორც უკრაინას, ასევე ალიანსის ყველა წევრს.