ლოიდ ოსტინი: უკრაინელები სასტიკ ბრძოლაში არიან იმისთვის, რომ დაიცვან საკუთარი ტერიტორია და დაიბრუნონ ოკუპირებული ნაწილი, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას

ლოიდ ოსტინი: უკრაინელები სასტიკ ბრძოლაში არიან იმისთვის, რომ დაიცვან საკუთარი ტერიტორია და დაიბრუნონ ოკუპირებული ნაწილი, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას

ჩვენ გვაქვს იმედი და რწმენა უკრაინის სამხედრო ძალების. უკრაინელები სასტიკ ბრძოლაში არიან იმისთვის, რომ დაიცვან საკუთარი ტერიტორია და დაიბრუნონ ოკუპირებული ნაწილი. ჩვენი გზავნილი ნათელია, ვიქნებით უკრაინის გვერდით, ვიდრე ამის საჭიროება იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელმა დამცველებმა გადაარჩინეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმ საჰაერო სისტემების გამოყენებით, რომლებიც მათ საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა მიაწოდეს.

„რუსეთმა გააძლიერა დრონებით უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმა, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რაც არის ნაწილი რუსეთის მცდელობის, გატეხოს უკრაინელი ხალხის ნება. უკრაინელმა დამცველებმა გადაარჩინეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმ საჰაერო სისტემების გამოყენებით, რომლებიც მათ საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა მიაწოდეს. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.