„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის სტუმრებს პარტიულ ზონდერებს უწოდებს. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც შშმ ბავშვების თანდასწრებით მოწყობილ პერფორმანსს ამართლებს, მმართველი გუნდის დადანაშაულებას შეეცადა. თინა ბოკუჩავა ამტკიცებდა, რომ „ქართულ ოცნებას“ პროვოკაციისათვის საკანონმდებლო ორგანოში მომხრეები ჰყავდა მობილიზებული. რეალურად ე. წ. პროვოკატორები ექსკურსიის წარმომადგენლები იყვნენ. ტრადიციულად, პარლამენტი დღის განმავლობაში ასეთ რამდენიმე ჯგუფს მასპინძლობს. სტუმრების ზონდერებად მოხსენიებას, უმრავლესობის მწვავე შეფასებები მოჰყვა.
„დღეს „ოცნება“თავისი პარტიული „ზონდერების“ გამოყენებით აქცია-პერფორმანსს აპირებდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია გვქონდა. შეიძლება ჟურნალისტებმაც იხილეთ გარკვეული პირები, რომლებიც საკმაოდ დაბნეულები დადიოდნენ პარლამენტის შენობაში. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე გადაიფიქრეს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.