ბექა დავითულიანი: თუ მოგვცემენ ევროკავშირისა და ნატოს ქოლგას, ჩვენ გვექნება იმის ფუფუნება, რომ ასეთი ფრთხილები აღარ ვიყოთ, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაში

ბექა დავითულიანი: თუ მოგვცემენ ევროკავშირისა და ნატოს ქოლგას, ჩვენ გვექნება იმის ფუფუნება, რომ ასეთი ფრთხილები აღარ ვიყოთ, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაში

თუ მოგვცემენ ევროკავშირისა და ნატოს ქოლგას, ჩვენ გვექნება იმის ფუფუნება, რომ ასეთი ფრთხილები აღარ ვიყოთ, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაში, მაგრამ ეს ქოლგა ჯერ უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

„ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირის ზოგიერთ წარმომადგენელს, ყველაზე არ მაქვს საუბარი, ვინც საქართველოთია დაინტერესებული და ევროკავშირის პოლიტიკას ქმნის, მგონი, ხანდახან მასშტაბები და ზომები ჩვენი ქვეყნის ერევა-ხოლმე. ხანდახან ისეთი მოთხოვნებია ჩვენს მიმართ განწყობის დონეზე, რომ არ ვიცი, რა წარმოუდგენიათ?! ამ ზომის ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია, სხვაგვარად ამ მდგომარეობაში როგორ შეიძლება, რომ მოიქცეს, რათა გადარჩეს. მათ როგორ წარმოუდგენიათ, ეს არ უთქვამთ.

რაღაცამ ხომ უნდა გადაგვარჩინოს?! ეს რაღაც არის მაქსიმალური სიფრთხილე და ვფრთხილობთ. თუ მოგვცემენ ევროკავშირისა და ნატოს ქოლგას, ჩვენ გვექნება იმის ფუფუნება, რომ ასეთი ფრთხილები აღარ ვიყოთ, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაში, მაგრამ ეს ქოლგა ჯერ უნდა გვქონდეს.

თუ გსმენიათ იგივე ტონალობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, ამას ვინმეს სთხოვდნენ?! იგივე მოლდოვის მიმართ ასეთი მკაფიო მოთხოვნები არის? დსთ-ის წევრია საერთოდ და დსთ-დან გამოსვლის გარეშე მიანიჭეს სტატუსი. მესმის. ჩვენ მიმართ არის განსაკუთრებული მოთხოვნები. ჩვენ ვქმნიდით ამას და ვართ ძალიან აქტიურები ამ გზაზე და სულ გვინდა, რომ მეტი პროგრესი გვქონდეს. მათ შეექმნათ აღქმა, რომ საქართველო არის ძალიან აქტიური როგორც ევროპის გზაზე, ასევე რეგიონში დემოკრატიისა და თავისუფლების დამკვიდრების თვალსაზრისით. თუმცა, დაიწყო დიდი ომი, სადაც სიფრთხილე აუცილებელია“, - განაცხადა დავითულიანმა.