ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდე ნაკრებს ვერც გიორგი მიქაუტაძე დაეხმარება

ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდე ნაკრებს ვერც გიორგი მიქაუტაძე დაეხმარება

ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, ცნოვილი ხდება, რომ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ვერც გიორგი მიქაუტაძე დაეხმარება.

„ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი გაფართოებულ შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს.

რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ, მინდა გუშემატკივარმა იცოდეს, რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო მოახლებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში ძალიან რთული იქნება.

წარმატებები საქართველოს, დარწმუნებული ვარ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ“ - წერს საქართველოს ნაკრების და ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელი სოციალურ ქსელში.