გიორგი ვოლსკი: ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური მმართველი და ამას მელია იტყვის, მელაძე თუ ნებისმიერი სხვა, მნიშვნელობა აღარ აქვს 

გიორგი ვოლსკი: ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური მმართველი და ამას მელია იტყვის, მელაძე თუ ნებისმიერი სხვა, მნიშვნელობა აღარ აქვს 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, რეალობაა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკური მმართველი ვანო მერაბიშვილია, შესაბამისად, აღიარებს თუ არა ამას ნიკა მელია, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

ამასთან, ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციის რადიკალური გეგმები წარმატებული ვერ იქნება.

"ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური მმართველი, რომელიც არანაირად არ არის დამალული. ეს არის რეალობა და ამას მელია იტყვის, მელაძე თუ ნებისმიერი სხვა, რასაკვირველია, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. რეალობა ის არის, რომ რევოლუციური კომიტეტის შექმნა არის დღის წესრიგში. ეს კომიტეტი უკვე შეიქმნა, წარმატებული ვერ იქნება, იქიდან გამომდინარე რომ არათუ ინტელექტუალური რესურსი გააჩნიათ, საერთოდ იმდენად აშკარაა ის დამანგრეველი სურვილები დესტაბილიზაციის, არ ერგება არცერთი პოლიტიკური გემოვნების საზოგადოების წარმომადგენელს," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.