ხაბეიშვილზე საუბარი, სიმართლე გითხრათ, არ მსურს, მისი გადაწყვეტილებები არის ის, რასაც იღებს, მაგალითად, მერაბიშვილი - ენმ-ის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი

ხაბეიშვილზე საუბარი, სიმართლე გითხრათ, არ მსურს, მისი გადაწყვეტილებები არის ის, რასაც იღებს, მაგალითად, მერაბიშვილი - ენმ-ის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი

ნიკა მელიას თანაგუნდელები მოუწოდებენ, მივიდეს პარტიაში და დამაზიანებელი განცხადებების ნაცვლად, იმუშაოს. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის განცხადებებს, ტრადიციულად, მოჰყვა გამოხმაურება ლევან ხაბეიშვილის გუნდის მხრიდან, თუმცა, ასევე, ტრადიციულად, ნიკა მელიას ნათქვამი გაამყარეს მისმა თანამოაზრეებმა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს ორი ძირითადი ფლანგია - ერთი, რომელიც არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს და მეორე, რომელიც კეზერაშვილი/მერაბიშვილის გავლენებს უარყოფს.

"სამწუხაროა ნიკა მელიასგან ასეთი განცხადებები. მე ნიკას მოვუწოდებ, მოვიდეს პარტიაში, იმუშაოს, ის ნამდვილი ლიდერია, სადაც არ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ თუ ასე გააგრძელებს პარტიის დაზიანებას, მწუხარების მეტს ვერაფერს გამოვხატავ, რადგან არ მესმის მისგან მსგავსი განცხადებები რა საჭიროა, ან რას ემსახურება," - აღნიშნა ენმ-ის წევრმა, დავით ხაჯიშვილმა.

"ხაბეიშვილზე საუბარი სიმართლე გითხრათ არ მსურს. მისი გადაწყვეტილებები არის ის, რასაც იღებენ ვიწრო ჯგუფში, რასაც იღებს მაგალითად მერაბიშვილი. რაც არ უნდა გადაწყვიტონ, ისინი ვერც ხალხს გარიცხავენ, ვერც ერთპიროვნულ მმართველობას დაამყარებენ და, სანამ, იქნება იმის შანსი რომ ამ ყველაფრის გამოსწორება არის შესაძლებელი, მანამ დავრჩებით ჩვენ ამ პარტიაში," - განაცხადა ენმ-ის წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა.