ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისა და განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ყველაზე დიდი დამცირება ის არის, რომ ცდილობენ, ფარსსა და სიყალბეში აცხოვრონ ასი ათასობით ამომრჩეველი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„კეზერაშვილისა და მერაბიშვილის გარშემო თავს მხოლოდ და მხოლოდ ის ხალხი მოიყრის, ვინც მათსავით ფიქრობს. ეს არის ცხადზე უცხადესი. იცით, რა არის ყველაზე დიდი დამცირება ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისა და განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისა, ფარსსა და სიყალბეში ცდილობენ, აცხოვრონ ასი ათასობით ამომრჩეველი. ამ ქვეყანაში თუ ერთ ადამიანს მაინც სჯერა, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილით ივანიშვილის დამარცხება არის შესაძლებელი, ცდება. საუბრობენ იმაზე, რომ ამ ადამიანების კრიტიკა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალსო, ივანიშვილისთვის ამაზე მეტი წყალი რას უნდა დაესხა, რაც ახლა ხდება?!“, – განაცხადა ნიკა მელიამ.