კულება: ნატოს სჭირდება უკრაინა, როგორც მოკავშირე და არა როგორც უბრალოდ პრივილეგირებული პარტნიორი

კულება: ნატოს სჭირდება უკრაინა, როგორც მოკავშირე და არა როგორც უბრალოდ პრივილეგირებული პარტნიორი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნატოს სამიტისთვის მზადება განიხილა გერმანელ კოლეგასთან, ანალენა ბერბოკთან.

„მადლობა გადავუხადე ანალენა ბერბოკს მხარდაჭერისთვის. უკრაინის პოზიცია მკაფიოა: ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნა გაწევრიანებისკენ გადადგმული ძლიერი ნაბიჯის გარეშე, იგივეა, რაც ტანკის ქვემეხის გარეშე მიწოდება. ნატოს სჭირდება უკრაინა, როგორც მოკავშირე და არა როგორც უბრალოდ პრივილეგირებული პარტნიორი“, - აღნიშნა კულებამ.