სომხური საინფორმაციო სააგენტო ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენაზე კონსულტაციები დაწყებულია. ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს საქართველოს მთავრობა. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ქართული მხარე მზად არის მოსკოვის წინადადებები მოისმინოს, თუმცა მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხები გათვალისწინებული იქნება. შეფასებას აკეთებს უშიშროების საბჭოს მდივანიც.