შემოსავლების სამსახურში, ხე-ტყის აღრიცხვის ახალი წესის შესახებ, ბიზნესსექტორთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

შემოსავლების სამსახურში, ხე-ტყის აღრიცხვის ახალი წესის შესახებ, ბიზნესსექტორთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლიგიის დეპარტამენტის ორგანიზებითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით, მეწარმე სუბიექტებთან, ხე-ტყის აღრიცხვის ახალი წესის გამოყენების შესახებ, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირების/მიწოდების პროცესში ახალი სასაქონლო შეტყობინების, ელექტრონული ჟურნალის და ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების შევსების, ასევე გაცემისა და გამოყენების წესები განიხილეს და მეწარმეების მიერ, დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს, აღნიშნული ცვლილებების შესახებ, მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს, რომლის ამოქმედებაც 2023 წლის 15 ივნისიდან მოხდება.

დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის უფროსი, დიმიტრი ღლონტი, მეთოდოლოგიის დეპარტამენტის საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი ლევან სირანაშვილი და პარტნიორი უწყებების პასუხისმგებელი პირები.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებშიც გაიმართება.