ბიძინა ივანიშვილს რუსეთში არავითარი აქტივები არა აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბენდუქიძემ სად იშოვა ფული? ნაყოფიამ იშოვა ფული რუსეთში - არის თუ არა კობა ნაყოფია რუსი ოლიგარქი? ნაცმოძრაობას არა აქვს არც ერთ კითხვაზე პასუხი, ყველაფერში გაჭედილები არიან. არ აინტერესებთ, რომ ხოშტარია 5 მილიონ რუბლს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არ აინტერესებთ, რომ კახა ბენდუქიძემ და კობა ნაყოფიამ რუსეთში იშოვეს ფული. ისინი არ არიან რუსულ კავშირებში მხილებული, სამაგიეროდ ბიძინა ივანიშვილი ყოფილა თურმე რუსი ოლიგარქი“, - განაცხადა კობახიძემ.