შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ იმედი მქონდა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა, თუმცა სამწუხაროდ, იმედები გამიცრუვდა

შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ იმედი მქონდა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა, თუმცა სამწუხაროდ, იმედები გამიცრუვდა

სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ იმედი მქონდა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა, თუმცა სამწუხაროდ, ეს იმედები გამიცრუვდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მე მოლოდინი მქონდა, რომელიც არ გამიმართლდა, რომ მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა გამოიტანა გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ზოგიერთი ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა იმ რეზოლუციებისთვის, სადაც პირდაპირ საქართველოს აბრალებდნენ, თითქოს ამ ქვეყანაში ხდება პატიმრის წამება, მისი უფლებების შელახვა და ა.შ. იმედი მქონდა, რომ ეს ევროპარლამენტარები ქართველ ხალხს მოუხდიდნენ ბოდიშს, თუმცა სამწუხაროდ, ეს იმედები გამიცრუვდა. ნაცვლად ბოდიშისა მოვისმინეთ განმეორება ამ დეზინფორმაციის. ეს რა თქმა უნდა იწვევს იმედგაცრუებას, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი ასეთი გაჯიუტებულია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.