შალვა პაპუაშვილი: სამეულში ლიდერი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი არ მინიჭება იყო დიდი უსამართლობა, ახლა საკითხი არის ის, ამ უსამართლობის გამოსწორებას შეძლებს თუ არა ევროკავშირი

შალვა პაპუაშვილი: სამეულში ლიდერი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი არ მინიჭება იყო დიდი უსამართლობა, ახლა საკითხი არის ის, ამ უსამართლობის გამოსწორებას შეძლებს თუ არა ევროკავშირი

სამეულში ლიდერი ქვეყნისთვის არ მიენიჭებინათ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იყო დიდი უსამართლობა. ახლა საკითხი არის ის, ამ უსამართლობის გამოსწორებას შეძლებს თუ არა ევროკავშირი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ოპონენტებს იმის მოლოდინი აქვთ, რომ რამენაირად დამძიმდეს ქვეყნის მდგომარეობა. ვინაიდან, ოპონენტებს არ უნდათ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამით იმედი აქვთ, რომ გამოიწვევენ გარკვეულ რყევებს, არეულობებს და ასე არეულობის გზით მოხვდებიან ხელისუფლებაში. ეს არის მარტივი ლოგიკა რაც აქვთ ოპონენტებს და მათთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ჩვენ ვხვდებით ჩვენს კოლეგებს და ყველგან აღინიშნება 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პროგრესი და მეორე, ბევრ დედაქალაქში აღინიშნება აღიარება იმის, რომ შარშან ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, რომ მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფონზე ამ სამეულში ლიდერი ქვეყნისთვის არ მიენიჭებინათ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იყო დიდი უსამართლობა. ახლა საკითხი არის ის, ამ უსამართლობის გამოსწორებას შეძლებს თუ არა ევროკავშირი“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.