საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს: „მთელ მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც გამოყენებული იქნება უკრაინის აღდგენისთვის. კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა“.
შალვა პაპუაშვილის მოსაზრებით, ამ კუთხით ვინმეს რაიმეს გაკეთება თუ სურს, ელენე ხოშტარიას საკითხით უნდა დაიწყონ.
„ერთადერთი, ვისი აქტივებიც მახსენდება, ეს არის ელენე ხოშტარიას შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტიდან. მგონი, ერთმანეთს იცნობენ, დაუკავშირდნენ და გაყინონ რუსეთიდან გადმორიცხვები, ელენე ხოშტარიას ჯიბეში რუსული ფული. ვინმეს რაიმეს გაკეთება თუ უნდა, პირველი ეს საკითხია და ამით დაიწყონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.