აშშ-ის პირველი ლედი: ცოტა შოკისმომგვრელია, რომ ბევრი „რესპუბლიკელი“ მხარს უჭერს ტრამპს ბრალის წაყენების შემდეგ

აშშ-ის პირველი ლედი: ცოტა შოკისმომგვრელია, რომ ბევრი „რესპუბლიკელი“ მხარს უჭერს ტრამპს ბრალის წაყენების შემდეგ

აშშ-ის პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა განაცხადა, რომ ცოტა შოკისმომგვრელია, რომ „რესპუბლიკელების“ დიდი ნაწილი კვლავ ფიქრობს დონალდ ტრამპისთვის ხმის მიცემაზე მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე.

აშშ-ის პირველი ლედის თქმით, 2024 წლის არჩევნები წარმოადგენს არჩევანს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის „ძლიერ, სტაბილურ ხელმძღვანელობასა“ და „MAGA რესპუბლიკელების“ ქაოსსა და განხეთქილებას“ შორის.

„მათ [ტრამპის მხარდამჭერ „რესპუბლიკელებს“] არ აინტერესებთ საბრალდებო დასკვნა. ასე რომ, ეს ცოტა შოკისმომგვრელია, ვფიქრობ“, - აღნიშნა მან.

დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდება 37 პუნქტის მიხედვით წარუდგინეს.

49-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ფიგურირებს ისეთი პუნქტები, როგორებიცაა „საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვა“, „ყალბი ჩვენების მიცემა“, „შეთქმულება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის მიზნით“.

თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი ბრალს არ აღიარებს და აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს პოლიტიკური მოტივით დევნაში ადანაშაულებს. მაიამის სასამართლოს წინაშე 76 წლის ტრამპი 13 ივნისს უნდა წარდგეს.

Aburjga Tasmanieli რა ბრტალის თქვე ოჯახად გათახსირებულებო, რა ბრალის?! თქვენ და თქვენმა სპეცსამსახურებმა რაღაც მოჩმახეთ, თქვენმა ჩანერგილმა აგენტებმა ტრამპს სახლში რაღაც ვადაგასული ტულეტის ქაღალდადაც რომ არ გამოდგება ის "დოკუმენტები" მიუგდეთ და ახლა 400 წელის მისჯა გინდათ?! თქვე ნს თავს მიუსაჯეთ, რომ გარყვენით და გაათახსირეთ ამერიკული პურიტანული საზოგადოება! რა დამართეთ უკრაინას, ეს რა უქენით თქვენ ეშმაკთან წილნაყარო მანიოპულიატორებო?! ოჯახად გადაშენდით, ბლიად! !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
1 წლის უკან