როგორ შევიძინოთ ავტომობილი MBC-ის ავტო სესხის საშუალებით

როგორ შევიძინოთ ავტომობილი MBC-ის ავტო სესხის საშუალებით

ავტო სესხის აღება სწორი არჩევანია მაშინ, თუ ყოველდღიური რუტინისთვის, ან საქმიანი მიზნებისთვის ავტომობილი გჭირდებათ და მის შესაძენად საკმარისი ფინანასები არ გაქვთ. პირველადი მიზნების განხორციელების გარდა, ავტომობილი ადამიანის იმიჯის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, ამიტომ საჭირო თანხის დასაგროვებლად წლობით ლოდინი არ ღირს. უმჯობესია MBC-ის ავტო სესხით დაუყოვნებლივ ისარგებლოთ.

რა პროცედურებია საჭირო სესხის ასაღებად?

ნებისმიერი ტიპის სესხის აღება საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, ამიტომ აუცილებელია სწორად შეარჩიოთ კომპანია და გამოცდილი სპეციალისტების რეკომენდაციები გაითვალისწინოთ. ემბისიში ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული პირობები მოქმედებს. კომპანიის ექსპერტები ყურადღებით შეისწავლიან მომხმარებლის შემოსავლებს და იმ მოცულობით სესხს გასცემენ, რომლის დაფარვაც კლიენტს მძიმე ტვირთად არ გადაექცევა. ამასთან, კომპანიაში დგება გადახდის კლებადი გრაფიკი, რომლითაც კრედიტის ძირითად თანხასთან ერთად, ყოველთვიურად, სესხის პროცენტიც იფარება.

იმისთვის, რომ ემბისის ავტო სესხი სასურველი პირობებით მიიღოთ რამდენიმე მარტივი პროცედურის გავლა მოგიწევთ. თავდაპირველად უნდა დარეგისტრირდეთ კომპანიის ვებგვერდზე და კრედიტის წარმოდგენილ ტიპებს შორის სასურველი ვარიანტი შეარჩიოთ. ონლაინ განაცხადის შევსების და მინიმალური დოკუმენტაციის (პასპორტი, ან პირადობის მოწმობა, რეგისტრაციის მოწმობა) წარმოდგენის შემდგომ, საათზე ნაკლებ დროში, კომპანიის წარმომადგენელი დადებით, ან უარყოფით პასუხს შეგატყობინებთ. კომპანიის კიდევ ერთი უპირატესობა კომფორტული დისტანციური სისტემაა, რომლის წყალობითაც ფილიალში ვიზიტი მხოლოდ სესხზე დასტურის შემთხვევაში, თანხის გასატანად არის აუცილებელი.

სესხის აღების რა გზები მოქმედებს ემბისიში?

MBC-ში ავტო სესხის განაცხადის შევსების სამი გზა არსებობს: ფილიალში ვიზიტი; სტანდარტული ონლაინ განაცხადის შევსება; დისტანციური იდენთიფიკაციის გავლა, რა დროსაც თქვენი საკრედიტო ისტორიის გადამოწმება და ავტომობილის შეფასება სერვის ცენტრში მისვლის გარეშე მოხდება და ფილიალში ვიზიტი მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში თანხის მისაღებად მოგიწევთ.

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ემბისის ავტო სესხით სარგებლობის შემთხვევაში, ლიზინგისგან განსხვავებით, ავტომობილი თქვენს მფლობელობაში რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის მოქმედების პერიოდში მარტივად შეძლებთ ქონების განკარგვას და თუ პირობებით უკმაყოფილო იქნებით, სხვა ორგანიზაციაში პორტირებას. 

გაითვალისწინეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა წარსულში სხვა კომპანიებთან არსებულ თქვენს გამოცდილებას - MBC განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს და თითოეულ მსურველს აძლევს შანსს, რომ 50 000 ლარამდე კრედიტი ყველაზე მარტივად და სწრაფად მიიღოს.

ამას გარდა, თუ უკვე დადეთ ხელშეკრულება სხვა საფინანსო ორგანიზაციასთან გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არსებობს. ემბისიში სესხის პორტირებაც მარტივია, ამიტომ კომპანია ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი და პასუხისმგებლიანი მომსახურების მომწოდებლის სახელითაა ცნობილი.

MBC-ის გუნდი უწყვეტად ზრუნავს სერვისების ხარისხის ამაღლებაზე და საფინანსო პროდუქტებს მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით ქმნის, რის გამოც საქართველოში წარმოდგენილ პროვაიდერებს შორის, კომპანია წლების განმავლობაში ლიდერ პოზიციებს არ თმობს.