დავით არახამია: ჩვენ ვიცით, რომ საქართველოშიც უამრავი რუსული აქტივია და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებას კანადის მსგავსად მოეხდინა ამ აქტივების კონფისკაცია

დავით არახამია: ჩვენ ვიცით, რომ საქართველოშიც უამრავი რუსული აქტივია და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებას კანადის მსგავსად მოეხდინა ამ აქტივების კონფისკაცია

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოშიც უამრავი რუსული აქტივია და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებას კანადის მსგავსად მოეხდინა ამ აქტივების კონფისკაცია - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს.

„კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს ვიზიტი შედგა კიევში.
პრემიერმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც მოიცავს, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსურ დახმარებას. კანადამ უკრაინას პირველად გადასცა თვითმფრინავი. 
კანადა არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა რუსული აქტივების კონფისკაციის მიმართილებით.  მთელს მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც დროთა განმავლობაში გამოყენებული იქნება უკრაინის აღდგენისთვის. 
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი დემოკრატიული ფასეულობების კუთხით და ვისაუბრეთ იმაზე რომ მთელი მსოფლიო გაერთიანებულია რუსული აგრესიის წინააღმდეგ. 
ჩვენ ვიცით, რომ საქართველოშიც უამრავი რუსული აქტივია და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა. თუმცა, ვიცით რომ ამ ეტაპზე ამის მოლიდინი არ უნდა გვქონდეს. კარგად გვესმის, რომ თუ მჭიდრო ურთიერთოებს დავამყარებთ კანადასთან, რომელშიც ფართოდ არის განვითარებული წარმოება, ეს საქართველოსთვისაც კარგი მაგალითი იქნებოდა ისეთი საზოგადოების ფორმირებისთვის, რომელშიც ადამიანებს აქვთ კეთილდღეობა, საუკეთესო განათლება და სამეიდიცნო მომსახურება. 
იმედი მაქვს დასკვნებს გამოვიტანთ, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის“, - წერს არახამია.

amo არა კი არა, ნამდვილად ხ ა მ ი ა.
1 წლის უკან
ლაზი ამის ჭკუაზე იარა იმან, ვისაც ეს მართლა ხამი და მუდრეგი მოსწონს. ჩვენ გავუკეთებთ რუსულ აქტივებს კონფისკაციას, რუსეთი კი მოახდენს ჩვენი ქვეყნის კონფისკაციას. მერე ესენი დაიწყებენ ტრაბახს, საქართველოს მთავრობაზე ჭკვიანები ხომ ვართ, ჩვენ ამდენი ხანია ვუძლებთ რუსებს, ქართველებს კი ნახეთ რა უქნესო.
ისე ლაპარაკობს "პერსპექტივებზე", მგონი მართლა პრემიერობას გვიპირებს. აბა კარგად დააკვირდით ბოლო წინადადებებს. საზოგადოების ფორმირებაო. კეთილდღეობაო. საუკეთესო განათლებაო. აბა!
1 წლის უკან
ილია ნელ-ნელა გვაპარებენ ამ მაჩვს, თუ მარტო მე მეჩვენება?
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ამას არ დაგვაჯერებენ, აშშ აუცილებლად მოინდომებს ვინმე ტრანსგენდერის ან გეი აქტივისტის საქართველოს პრემიერად დასმას! ეს გარდაუვალია! თან საზოგადობაც შემზადებული ჰყავთ!
1 წლის უკან